გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
რა დანიშნულება აქვს ხაზს სახვით ხელოვნებაში?
სწავლების საფეხური
 მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე  3 ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას ჩამორჩენილობის გამო(ენობრივი ბარიერი)
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი უყალიბებს ბავშვებს ცნებას  ხაზის შესახებ ზოგადად ,ასევე     ხაზის , როგორც  კონტურის დანიშნულებაზე და ხაზის,  როგორც მხატვრული ხერხის გამოყენებაზე სახვით ხელოვნებაში 
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაიგებენ, რომ ბუნებაში ხაზი არ არსებობს, რომ იგი პირობითი მცნებაა და რომ კონტური არის ხაზი, რომელიც გვიჩვენებს საგნის ფორმას, რომ ხაზის სისქის და  მოძრაობის მიხედვით შეიძლება დინამიკის და განწყობის გადმოცემა სურათში მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები   ნამუშევრის შექმნისას.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები ფლობენ სახვითი ხელოვნების ელემენტების ცოდნას, როგორიცაა გეომეტრიული ფიგურები და მათი გამოყენება სხადასხვა  საგნის გამოსახვისას, იციან რა არის გამოსახულება და ფონი, რა არის დინამიკა და სტატიკა
შეფასების საგანი და პროცედურები
გაკვეთილი წარმატებულია,თუ მოსწავლეები გარკვევიან  მცნებების: ხაზის და კონტურის არსში, განმარტაავენ  მათ და გამოიყენებენ მათ  პრაქტიკული ნამუშევრის შექმნისას. გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სახატავი რვეული, ფერადი და უბრალო ფანქრები , საშლელი,
გაკვეთილის მსვლელობა
მისალმება, დავალების შემოწმებით გაკვეთილის გამოკითხვა, გონებრივი იერიში, სახელმძღვანელოს დახმარებით დაკვირვება ხაზზე, პრაქტიკული დავალება, -ხაზის  გამოყენება განწყობის გადმოსაცემად, სსაშინაო დავალება.

No comments:

Post a Comment

<iframe width="854" height="480" src="https://www.youtube.com/embed/VjzD9M7zWvI" frameborder="0"...